პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - პავლე კუბლაშვილზე : მან შეასრულა ის, რაც განაცხადა საჯაროდ ორი წლის წინ
პოლიტიკური მოძრაობა ,,გირჩიდან’’ პავლე კუბლაშვილის წასვლას მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელი და გაერთიანების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პავლე კუბლაშვილს პოლიტიკიდან წასვლა ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი.
,,ის არის ,,გირჩის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი. მას აქვს შეტანილი წვლილი იმაში, რომ ,,გირჩი’’ დღეს არსებობს და არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს არის.
ცხადია, სამწუხაროა, რომ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, მისი გამოცდილება, მისი ცოდნა, მისი პოლიტიკური უნარები ,,გირჩისთვის’’ ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, ორი წლის წინ, თუ მეტის არა, როდესაც მან თქვა, რომ ის აღარ აპირებს ქართულ პოლიტიკაში დარჩენას. უბრალოდ, მან შეასრულა ის, რაც განაცხადა საჯაროდ ორი წლის წინ. მე მას წარმატებას ვუსურვებ’’, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


