პოლიტიკა
ზურაბ ალავიძე ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია ‘’ Sino Sure’’ -ის დელეგაციას შეხვდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია ‘’Sino Sure’’-ს ოფიციალური დელეგაცია მიიღო. დელეგაციას კორპორაციის თავმჯდომარე ვან ი ხელმძღვანელობდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მიზანშეწონილობაზე იმსჯელეს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკაში ჩინური კომპანიების მონაწილეობის გაზრდას.
შეხვედრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელმოწერის მნიშვნელობაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ასევე, ზურაბ ალავიძემ ხაზი გაუსვა ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კომპანიასთან წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც ქვეყანაში აზღვევს ინვესტიციებს, მხარს უჭერს საგარეო ვაჭრობის განვითარებას და ეკონომიკურ კოოპერაციას.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქმიანი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება როგორც ქვეყნებისთვის, ასევე ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის.
დღესვე, ’’Sino Sure’’-ს დელეგაციამ შეხვედრა საპარტნიორო ფონდში გამართა. 21 სექტემბერს, პეკინში იგეგმება საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო საინვესტიციო ურთიერთობების მიზნით საპარტნიორო ფონდთან მემორანდუმის გაფორმება.
კომპანია ‘’Sino Sure” არის ჩინეთის სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ჩინეთის საგარეო ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


