პოლიტიკა
ზურაბ ადეიშვილი სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე იქნა პასუხისგებაში მიცემული და სამივეზე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი - პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ნადარეიშვილმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე ისაუბრა.
ნადარეიშვილმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სამი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე, რომლებშიც ადეიშვილი გამტყუნდა, კერძოდ, ეს საქმეებია: ღვინის ქარხანა აკურას იძულებით დათმობის ფაქტი, ტელეკომპანია "იბერიის" იძულებით დათმობის ფაქტი და კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
"გაცხადებული სახელმწიფო სისხლის სამართლის პოლიტიკის თანახმად და ამ დეპარტამენტის შექმნისთანავე დაანონსდა, რომ ის, ვინც ითანამშრომლებდა გამოძიებასთან, ხელს შეუწყობდა, აანაზღაურებდა ზიანს ნებაყოფლობით, ასევე, დაეხმარებოდა გამოძიება სხვა, რთული და მრავალეპიზოდიანი საქმეების გახსნაში და გამოძიებაში, მათ მიმართ გამოყენებული იქნებოდა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები და სწორედ რიგითი საჯარო მოხელეების თანამშრომლობის შედეგად, ასე თუ ისე გამარტივდა და შესაძლებელი გახდა მაღალი თანამდებობის პირების მხილება.
თვალსაჩინოებისთვის რომ წარმოგიდგინოთ, დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, მაგალითად, ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე იქნა პასუხისგებაში მიცემული და დღეის მდგომარეობით, სამივე საქმეზე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი. შეგახსენებთ, რომ ესენი იყო ღვინის ქარხანა აკურას იძულებით დათმობის ფაქტი, ტელეკომპანია "იბერიის" იძულებით დათმობის ფაქტი და კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ღვინის ქარხანა აკურას საქმე დეპარტამენტის პრაქტიკაში იქცა ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოები, ერთმანეთთან კოორდინირებულად, შეთანხმებული მუშაობის შედეგად ახდენდნენ კერძო საკუთრებაში არსებული ქონებების მიქცევას სახელმწიფო საკუთრებაში", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


