პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძის თქმით, გრიგორი კარასინთან მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტზე საუბარი არ ყოფილა
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისთვის უცნობია, ვისთან შეათანხმა პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსმა“ მოსკოვის ვიზიტი.
როგორც აბაშიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მას ამის შესახებ საუბარი გრიგორი კარასინთან 7 ივლისის შეხვედრაზე არ ქონია.
„ვერ გეტყვით მე ვერაფერს, მე დღეს გავიგე ამის შესახებ. იქ არანაირი საუბარი ამის შესახებ არ მქონია. ეს დეპუტატები არ არიან უმრავლესობის წარმომადგენლები, ამიტომ მე ვერანაირ შეფასებას ვერ მივცემ. ვისთან იყო ეს პარლამენტში განხილული, ან შეთანხმებული, არ ვიცი“,-აღნიშნა აბაშიძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია მოსკოვში გაემგზავრნენ.
როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, 11 ივნისს ისინი რუსეთის სათათბიროს დეპუტატებს შეხვდებიან.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


