სამართალი
ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოზარდს ჭრილობა გულმკერდის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
როგორც ექიმები ამბობენ, მოზარდი მართვითი სუნთქვის აპარატზე რჩება და დინამიკა საიმედოა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე გუშინ სტადიონზე დაჭრეს. ფაქტი მოსწავლეებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


