სამართალი
ზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე დაჭრილი ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც მედიას ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა განუცხადა, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„ავადმყოფი მოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში ცეცხლასროლი ჭრილობების გამო მუცლის წინა კედელზე, მარჯვენა ბარძაყის არეში. ჩაუტარდა ოპერაცია მუცლის ღრუს რევიზია. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე“,-განმარტა ექიმმა.
შემთხვევა ზუგდიდში გვიან ღამით მოხდა.
თავდასხმის დროს სახლში არასრულწლოვანი ბავშვები და დაჭრილის მამა იმყოფებოდნენ. მედიის ინფორმაციით, ბიზნესმენი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაჭრეს.
შსს-მ გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


