სამართალი
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია უდანაშაულოდ ცნო ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „გირჩი — მეტი თავისუფლების“ წევრი, ვიტალი გუგუჩია უდანაშაულოდ ცნო ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
საქმე ეხება 2024 წლის 31 მაისს მომხდარ შემთხვევას, როცა ვიტალი გუგუჩიასთან სახლში, სამეგრელოში, სოფელ კახათში POSTV-ის სახე, ნათია ბერიძე ოპერატორთან ერთად მივიდა.
პროკურატურის განცხადებით, ვიტალი გუგუჩიამ POSTV-ის ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – აღნიშნულის შედეგად, გამოძიების ვერსიით, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვეღარ შეძლეს.
გუგუჩიას ცოლის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ სახლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ ოჯახის წევრები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვებიც.
ნათია ბერიძე ვიტალი გუგუჩიას „მეგის ქარდავას ხელის ბიჭს” და „ჩახდილს” უწოდებდა და სხვადასხვა ბრალდებას უყენებდა.
ის და მისი ოჯახის წევრები POSTV-ის ჯგუფს ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ, რასაც ნათია ბერიძე არ დაემორჩილა და პროვოკაციული კომენტარების გაკეთებას აგრძელებდა.
ხმაურის დროს ვიტალი გუგუჩიამ აგინა ოპერატორსაც, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა და გუგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი რამდენიმე ადამიანს მიახტა/ფეხი დაარტყა. შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გუგუჩიას ცოლმა და ერთ-ერთმა ბავშვმაც.
ფოტო პუბლიკა
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


