პოლიტიკა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში ჩანიშნული განხილვა ტექნიკური ხარვეზების გამო გადაიდო
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში ჩანიშნული განხილვა გადაიდო. ამის მიზეზად განათლების სამინისტროში ტექნიკური ხარვეზები დაასახელეს. მათი განცხადებით, უწყებას საბუთების მოსამზადებლად დრო სჭირდება.
მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელაიას ბრალდებას უპასუხა, , რომელმაც უწყება დროის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. ხარატიშვილის თქმით, სამინისტრო დაინტერესებულია საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებს პასუხები გაეცეს.
„თუ ვთქვით,რომ სამინისტროს აქვს სურვილი, მსგავსი ტიპის საქმიანობა აწარმოოს, მაშინ უფრო მეტ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვიდრე მხოლოდ ამ კონკრეტულ ტრაგედიასთან. ამიტომ ვფიქრობ, რომ არ არის სწორი შეფასება. სამწუხაროა, რომ ასეთი შეფასებები არის. ყველა ეტაპზე ვართ დაინტერესებული როგორც ინსტიტუცია, რომ ყველა კითხვას პასუხის გაეცეს. ჩვენი სამინისტრო ყოველთვის იცავდა ყველა ადამიანის, განსაკუთრებით საკუთარი თანამშრომლების ინტერესებს“, - აღნიშნა ხარატიშვილმა.
ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განათლების კომიტეტში ჩანიშნული სხდომის გადადება საქმის გამოძიების გაჭიანურების მცდელობად შეაფასა.
ცნობისთვის, ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, მისი გარდაცვალება ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მეორე ტურში მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება, რა დროსაც , ბაჩანა შენგელიას თქმით, ია კერზაიას მდგომარეობა გაუარესდა და მან ინსულტი მიიღო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


