პოლიტიკა
ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ბოლო იარაღად ვიზალიბერალიზაციის საკითხი დარჩა, რომლითაც ქართველ ხალხს აშანტაჟებენ - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, თუმცა არა იმ ორმაგი სტანდარტით, რომელიც არსებობს.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ბოლო იარაღად ვიზალიბერალიზაციის საკითხი დარჩა, რომლითაც ქართველ ხალხს აშანტაჟებენ.
„საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ოღონდ არა ისე, როგორც მათ აქვთ ორმაგი სტანდარტი – რაც მათთვის შეიძლება, თურმე ჩვენთვის არ შეიძლება. როდესაც გამოდიან და გეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, მომავალს და აფერხებს ევროინტეგრაციას, მარტივი კითხვა ხომ ისმის? რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი? მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი არგუმენტი და პასუხი არ მიგვიღია. უბრალოდ არის რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე ქვეყანა და ხალხი დააზიანონ. ჯერ იყო და გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ შემოიტანეს მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა. ყველა ამ საკითხით ცდილობდნენ, ქვეყანაში დაპირისპირებისა და რევოლუციის მოწყობას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ბოლოს, რაც დარჩათ ხელში, ვიზალიბერალიზაცის თემაა და ამით აშანტაჟებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ვიდრე არსებობს რუსეთ-უკრაინის ომი, არსებობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეც.
„შვედეთის თუ დანიის პრემიერ-მინისტრი იყო, არ მახსოვს ზუსტად, უკრაინელ ჯარისკაცებთან შეხვედრის დროს გამოვიდა და გააკეთა განმარტება, რომ უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ ერთსა და იმავე სქესიანთა ქორწინება არ იქნება დაკანონებულიო. ბევრი კომპონენტია, თუნდაც ომის დაწყება. პირდაპირ მოგვიწოდებდნენ კაბინეტში და პრემიერს ემუქრებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსად წასულა. სანამ მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, ეს საფრთხე კვლავ არსებობს. არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, ბევრჯერ ვთქვით ეს. ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს. მეგობრობა და პარტნიორობა ჩვენ ვიცით ორმხრივი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


