სამართალი
ზეწოლა მიდის სასამართლოზე, მთელი სახელმწიფო გვებრძვის ამ ორ ადამიანს- ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მტკიცებით, სასამართლო მართულია. ამის შესახებ სარალიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან უთხრა.
მოსამართლემ სარალიძისთვის კარვის ჩამორთმევასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა 31 ოქტომბრისთვის გადადო, რაც ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული დავით სარალიძის მამამ გააპროტესტა.
„კარვებთან დაკავშირებით იყო სარჩელი. მოსამართლემ 31 ოქტომბრამდე გადადო სხდომა, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ სახელმწიფოსგან მართულია ეს მოსამართლეც. 31 ოქტომბრამდე თუ იქ ჩვენ კარავი და ლეიბი არ გვექნა, გავყინულვართ. ე.ი. სასამართლო პირდაპირ მოგვიწოდებს, უკანონობა ჩავიდინოთ. ამის გამო პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა. რას ვუსმინო იქ? 31 ოქტომბერს კარვები წაიღონ სახლში და თვითონ ჰქონდეთ. გამოდის, რომ ზეწოლა მიდის სასამართლოზე. მთელი სახელმწიფო გვებრძვის ამ ორ ადამიანს",- განაცხადა სარალიძემ.
საქმე შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის, ასევე აქციაში მონაწილე სხვა პირების მიმართ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შესაძლო შეზღუდვას.
სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, კარვების გაშლისა და შეკრების უფლებით სარგებლობის ხელშეშლის ქმედების უკანონოდ ცნობა და მსგავსი ხელშეშლის აღკვეთა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


