პოლიტიკა
ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი დანიშნა
უკრაინის ელჩი საქართველოში მიხაილო ბროდოვიჩი იქნება. დიპლომატის დანიშვნის შესაბამის განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 26 იანვარს მოაწერა.
“მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნოს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში," - ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობა 2022 წლიდან, იგორ დოლჰოვის დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ, ვაკანტური იყო. ამ პერიოდში უკრაინას თბილისში წარმოადგენდნენ საქმეთა დროებით რწმუნებულები. ბოლოს, 2025 წლიდან საქმეთა დროებით რწმუნებულის თანამდებობას რომან იაკოვენკო იკავებდა.
მიხაილო ბროდოვიჩი წლების განმავლობაში იკავებდა კონსულის თანამდებობებს სტამბოლში უკრაინის გენერალურ საკონსულოში, უკრაინის გენერალური კონსულის თანამდებობებს კრაკოვში, ხოლო 2015 წლიდან 2022 წლამდე იყო უკრაინის ელჩი სლოვენიაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


