სამართალი
ზაზა სარალიძის პოზიცია, თითქოს მას უთვალთვალებენ, არ არის მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ინფორმაცია - ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებებზე გენერალური ინსპექცია მოკვლევას აწარმოებს.
ფხაკაძემ აღნიშნა, რომ დაზარალებულთან პროკურატურას აქტიური კომუნიკაცია აქვს , ასევე არაა დადასტურებული, რომ სარალიძეს უთვალთვალებენ.
რაც შეეხება სარალიძის მიერ დაანონსებულ აქციას, ფხაკაძემ განაცხადა, რომ ეს დაზარალებულის უფლებაა.
ფხაკაძემ უარყო ინფორმაცია, რომ პროკურატურა თავის ყოფილ თანამშრომელს, მირზა სუბელიანს ხელს აფარებს.
„ბატონი ზაზას პოზიცია, თითქოს მას უთვალთვალებენ, არ არის მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ინფორმაცია. გენერალური ინსპექციის მიერ შესაბამისი მოქმედებები ტარდება.
რაც შეეხება აქციებს, ყველას აქვს გამოხატვის უფლება და ყველას შეუძლია, დააფიქსიროს საკუთარი აზრი. პროკურატურა ემიჯნება პოლიტიკურ განცხადებებს. ჩვენ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვაკეთებთ განცხადებებს.
რაც შეეხება იმას, თითქოს მირზა სუბელიანს მფარველობს პროკურატურა, ეს არის სიცრუე. დაზარალებულებთან, მათ ადვოკატებთან გვაქვს უშუალო კომუნიკაცია. ანალოგიური ურთიერთობა გვაქვს ზაზა სარალიძესთან და მზად ვართ, ნებისმიერ დროს შევხვდეთ“, – განაცხადა ფხაკაძემ.
თავად სარალიძემ განაცხადა, რომ გუშინდელი განცხადებების მერე მას პროკურატურიდან არავინ არ დაკავშირებია.
გუშინ ზაზა სარალიძემ „ღია პლატფორმაში“ შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მას უთვალთვალებენ, ხოლო პროკურატურა მის დისკრედიტაციას ცდილობს. მან ასევე აქციები დააანონსა.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მომდევნო დღეს საავადმყოფოში დაიღუპა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


