პოლიტიკა
ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დღეს 18:00 საათზე განახლდება
თბილისის პარლამენტთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია სახელწოდებით #ნუმომკლავ დღეს 18 საათზე განახლდება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იქნება.
ზაზა სარალიძემ ზვიად კუპრავასთან და კიდევ რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში გაატარა.
აქცია სახელწოდებით #ნუმომკლავ გუშინ გაიმართა თბილისის პარლამენტთან. ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციას შეუერთდა ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მამა, დათო დადუნაშვილი.
აღნიშნული აქცია ორი დღის წინ დაიწყო მთავარი პროკურატურის შენობასთან. სარალიძის თავდაპირველი მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა და პასუხისგებაში მიცემა იყო, ასევე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების დაჭერა და გასამართლება. მას შემდეგ, რაც შოთაძემ თანამდებობა დატოვა, აქცია გადაინაცვლა რუსთაველზე. სარალიძის სოლიდარობის მიზნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სარალიძემ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დააყენა.
ხუთშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, დაუდგენელია, ვინ მოკლა სარალიძე.
პროკურატურამ გამოაცხადა, რომ აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
31 მაისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


