სამართალი
ზაზა სარალიძის განცხადებით, კარვების გზის სავალი ნაწილიდან გადატანის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმირებული არ ყოფილა
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, კარვების გზის სავალი ნაწილიდან გადატანის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმირებული არ ყოფილა.
როგორც სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც მოისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტაციას კარვების გადატანასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დააბრუნოს თუ არა იმავე ადგილზე კარვები.
„არანაირი გადაწყვეტილების საქმის კურსში არ ვყოფილვარ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუჟღერებია ინფორმაცია, თითქოს აქციის ორგანიზატორებთან ჰქონდა მოლაპარაკება. თუმცა არავინ არც დამლაპარაკებია და არც შეთანხმებულა ჩემთან არაფერზე. ჟურნალისტებისგან გავიგე, რომ კარვები აიღეს. სასამართლოში ვარ, ზვიად კუპრავას პროცესზე წამოსული. სავარაუდოდ, მოწმის სახით გამომიძახებენ. ამის შემდგომ დავბრუნდები რუსთაველის გამზირზე და გავაგრძელებ იგივე რეჟიმში ბრძოლას. რაც შეეხება კარვების უკან დაბრუნების საკითხს, შევხედავ სიტუაციას, გააჩნია რა არგუმენტებს მომიყვანენ, ველოდები რომ რუსთაველის გამზირზე მოვა შსს-ს წარმომადგენელი და განმიმარტავს, თუ რატომ გადაიტანეს კარვები და ამის მიხედვით ვიმოქმედებ შემდგომში“, - განაცხადა სარალიძემ.
ერთი საათის წინ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზიდან კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


