სამართალი
ზაზა სარალიძემ პროკურატურა დატოვა
მთავარ პროკურატურაში მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის, პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
კითხვაზე, შსს-სგან ჰქონდა დაპირება, რომ კონკრეტული, რადიკალური ნაბიჯი გადაიდგმებოდა, ზაზა სარალიძე მოკლედ პასუხობს - "გადაიდგმება", მეტი კონკრეტიკისგან და უფრო ვრცელი პასუხისგან კი თავს იკავებს.
"კომენტარის გარეშე, არც იმას ვაფიქსირებ და არც - ამას", - ასე უპასუხა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტების კითხვას.
სარალიძე პროკურატურაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. ნესტან ლონდარიძის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საუბრისგან თავს იკავებენ.
ადვოკატმა პროკურატურაში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვნად შეაფასა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


