სამართალი
ზაზა სარალიძემ და ელისო კილაძემ, სტრასბურგში მათი ვიზიტის ჩაშლის თაობაზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ და ჟურნალისტმა ელისო კილაძემ, სტრასბურგში მათი ვიზიტის ჩაშლის თაობაზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართეს.
მათ მოითხოვეს, რომ დადგინდნენ ის პირები, ვინც მათი ვიზიტი ჩაშალა და გერმანიაში ცრუ ინფორმაცია გააგზავნა, რომლის თანახმადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილი ძებნილი პირია.
„ჩვენ ვითხოვთ და მივმართეთ წერილით შალვა თადუმაძეს, რათა დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს, ვინ იყო ის თანამდებობის პირი, რომელმაც აღნიშნული ცრუ დასმენა გააგზავნა, როგორც გერმანიაში, ასევე ევროკავშორის წევრი ქვეყნების სპეცსამსახურში, რასთან დაკავშირებით იყო ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირია და რატომ გამომაცხადეს მე, დამოუკიდებელი გაზეთის რედაქტორი, ზაზა სარალიძესთან ერთად ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირის ხელშემწყობად“, - განაცხადა გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა.
მისივე თქმით, გერმანიაში საქართველოდან გაგზავნილ ინფორმაციაში საერთოდ არ იყო ნახსენები მათი სტრასბურგში ვიზიტი.
როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, ამ ფაქტზე გამოძიება უკვე ორ ქვეყანაშია დაწყებული.
„ეს იყო სრულიად მშვიდობიანი ვიზიტი, რომლის მიზანიც იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების ინფორმირება, იმ გახმაურებულ საქმეებთან და გამოძიებაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით და თავისთავად ცხადია, ეს იყო განაჩენი სოსო გოგაშვილისთვის, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა პანკისში, მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის ლიკვიდაციის ოპერაციას. ორ ქვეყანაშია დაწყებული გამოძიება ჩვენი ვიზიტის ჩაშლის საქმეზე. ჩვენ უკვე მასალები მივაწოდეთ, როგორც გერმანიის ფედერალურ პოლიციას, ასევე გავაგზავნეთ აშშ-ში. დღეს უკვე ქართულ სამართალდამცავ უწყებას მივმართეთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება და დაადგინონ პირთა ის ჯგუფი, რომელმაც ჩაშალა სტრასბურგში დაგეგმილი ჩვენი ვიზიტი“, - განაცხადა კილაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


