პოლიტიკა
ზაზა სარალიძე სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინცინდენტში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვს
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გენინსპექცია დატოვა.
როგორც უწყებიდან გამოსულმა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო სასამართლოში გუშინ მომხდარ ფაქტს.
მოკლული მოზარდის მამა სასადილოს ინცინდენტში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვს.
"დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია, როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ ჩავედით დარბაზში. მე როგორ ჩავედი და ზვიადი როგორ ჩამოვიდა. მეთვალყურეობის ქვეშ რომ დარჩა... გამორჩათ თუ არა პოლიციელებს. პოლიციელებს რა მიზანი ჰქონდათ, ვერ გეტყვით. მერე საიდან მოუარათ, რომ თითქოს ზვიადის აყვანის ბრძანება მოსამართლეს მოუვიდა. არანაირი მსგავსი ბრძანება არ ყოფილა. თვითონ მოუარათ თავში, თუ ვინმემ ბრძანება მისცა, რატომ დადის ზვიად კუპრავა თავისუფალიო, ვერ გეტყვით. ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
პოლიციელების იდენტიფიცირება მოხდენილია, ყველა ტელევიზიას აქვს კადრები"- განაცხადა სარალიძემ.
მისივე თქმით, მომხდარს აუცილებლად მისცემენ სამართლებრივ ფორმას.
რაც შეეხება აქციის შეწყვეტას, სარალიძე ამბობს, რომ აქცია არ შეწყვეტილა და ის ყველა იმ ადამიანთან მივა, ვინც გადაწყვეტს ქუჩაში გავიდეს და პროტესტი გამოხატოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


