პოლიტიკა
ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ხორავას ქუჩაზე მოკლული დათი სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის შეუძლოდ გახდა და ამის გამო, მისი ჰოსპიტალიზება დასჭირდა.
სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ზაზა სარალიძეს მაღალი შაქარი აქვს. მისივე განმარტებით, ზაზა სარალიძის მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ში შემოყვანის პროცედურებს ადვოკატი არ დაასწრეს.
„მე, როდესაც აქ გამოვცხადდი, ზაზა სარალიძე იყო მძიმე მდგომარეობაში. მას აქვს ემოციური ფონიც და გარდა ამისა, ის მთელი დღის განმავლობაში საკვებს გარეშე იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია შაქრის მაღალი დონე და მაღალი წნევა, შესაბამისად, სასწრაფოს გამოძახება მოვითხოვეთ, სასწრაფო მოსულია, იმყოფება უკვე შენობაში, შემოწმება მიმდინარეობს და გადაგვყავს კლინიკაში, რადგან აქვს ძალიან მაღალი შაქარი.
თავად ზაზა სარალიძის განმარტებით, მან მოითხოვა, რომ ადვოკატი დასწრებოდა შემოყვანის პროცედურას, თუმცა ამის მიუხედავად, მე არ დამასწრეს, არ დაუძახიათ და არ ვიმყოფებოდი შემოყვანის პროცედურების დროს. მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, თუმცა ეს რამდენად საფუძვლიანია, ამას ჩვენ გავარკვევთ და შესაბამისი არგუმენტები გვექნება“, - განაცხადა ლონდარიძემ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა სამართალდამცველებმა დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია, ასევე, ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


