სამართალი
ზაზა სარალიძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის საზმაუს ეთერში გაშვებას ითხოვს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 2 მოზარდის მკვლელობის საქმეზე გადაღებული ფილმის ეთერში გაშვებას ითხოვს.
საკითხთან დაკავშირებით ის ადვოკატთან ერთად დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი ამბების დირექტორს გიორგი გვიმრაძეს შეხვდა.
ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებელმა მოამზადა, თუმცა ფილმი ჯერ ეთერში არ გასულა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სარალიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველისგან წერილობით თანხმობას ელოდება, რაც მისთვის გაუგებარი არგუმენტია.
"ფაქტია, რომ ვიღაცის დავალებით მოქმედებს, ვინც არის ჯგუფის უფროსი გვიმრაძე. ამ ფილმში არის რეალური სახე ასახული თავიდან ბოლომდე, რაც მოხდა იმ დაწყევლილ დღეს, რაც არ აწყობს შს სამინისტროს. შსს-ს უნდა, როგორც განვაცხადე, რა მოცემულობაც ჰქონდათ პროკურატურას ის გაიტანოს,"- აცხადებს სარალიძე.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


