საზოგადოება
ზაზა სარალიძე და მისი მეუღლე საპატრიარქოში ილია მეორეს ხვდებიან
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თავის მეუღლესთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საპატრიარქოში ხვდება.
შეხვედრამდე სარალიძე სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც დღეს ღვთისმსახურება ილია მეორემ აღავლინა. ზიარების შემდეგ პატრიარქმა სარალიძე და მისი მეუღლე საპატრიარქოში საკუთარი ავტომობილით წაიყვანა.
სარალიძემ სიონის ტაძარი უკომენტაროდ დატოვა.
პატრიარქმა ქადაგების დროს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძე შვილის სიკვდილის შემდეგ დღეს პირველად ეზიარა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ზაზა სარალიძე, რომელმაც დაკარგა საყვარელი შვილი და წმინდა ნიკოლოზი შეეწია მასაც. პირველად ეზიარა დღეს. ვფიქრობ, შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს. წმინდა ნიკოლოზი შეგეწიოთ“, – განაცხადა ილია მეორემ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


