სამართალი
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგში გაემგზავრებიან
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 5 აგვისტოს, სტრასბურგში, ევროპელ ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან შესახვედრად გაემგზავრებიან.
როგორც მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, ისინი ევროპელ უფლებამადამცველებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალებს გააცნობენ.
გაცნობითი შეხვედრის შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელის შესატანად მომზადებას დაიწყებენ, რა პროცესშიც როგორც ქართველი, ისე ევროპელი იურისტები ჩაერთვებიან.
დღესვე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე შსს-სა და სუს-ისთვის წერილობით მიმართვას გეგმავენ, რადგან მათ ეჭვი აქვთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს შესაძლოა, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას.
,,ფაქტია, დავდექით იმის წინაშე, რომ აუცილებლად უნდა მივმართოთ ევროპის სასამართლოს დახმარებისთვის, რომ როგორმე მაინც დავადგინოთ ჩვენს შვილებთან დაკავშირებული უმსგავსო გამოძიება, რასაც პროკურატურა აწარმოებდა. დღესაც ცდილობენ არამარტო მოქმედი, არამედ გადამდგარი და დაწინაურებული პროკურორებიც, ჩემი შვილის საქმის შეკერვას. პირდაპირ მკვლელებს არ ეხებიან და გამოძიება ირიბად მიყავთ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ვერ ვპოულობ სამართალს, მიწევს დახმარებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა,”- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


