უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივლისი, 2018 14:15
font-size

ზაზა პაპუაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილეს უპირისპირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილეს გიორგი ბაქრაძეს დაუპირისპირდა.

განათლებისა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ზაზა პაპუაშვილმა გიორგი ბაქრაძეს რუსთაველის თეატრში მომხდარ ფაქტზე რეაგირება მოსთხოვა.

კერძოდ, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რუსთაველის თეატრის ყოფილმა დირექტორმა ირინა ყიასაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას რუსთაველის თეატრის კომერციული დირექტორი ცარიელ ბლანკზე ხელის მოწერას აიძულებდა.

„ყიასაშვილმა ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაზე უარი თქვა და იძულებული გახადეს, თანამდებობა დაეტოვებინა. ამ საკითხით დაინტერესდით, სანამ მე ძალიან დავინტერესდი. ეს არის კრიმინალი. დაადგინეთ ეს კრიმინალი და რასთან იყო დაკავშირებული. ეს ვილაპარაკე თხლად, ლამაზად. ეს თქვენს კომპეტენციაშია და საგამოძიებო ორგანოებს მიმართეთ. დეპუტატი გელაპარაკებით. ადამიანი ხელს აწერინებდა და მერე რასაც უნდა, იმას აკეთებდა. ამ საკითხით ვინ უნდა დაინტერესდეს, მე თუ თქვენ? გეტყობათ, ვერ დამინახეთ კარგად და გეუბნებით, დაინტერესდით. ეს ქცევა კრიმინალია გაქანებული“, – მიმართა ბაქრაძეს პაპუაშვილმა.

თავის მხრივ, ზაზა პაპუაშვილს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან არაერთხელ ისაუბრა.

„საკითხი რუსთაველის თეატრში არსებულ ფაქტს ეხება, ამ საკითხზე შიდა მოკვლევა განხორციელდა. აუდიტის დასკვნა არსებობს. თუ სისხლის სამართლებრივ ფაქტს ადგილი ექნებოდა, საქმე გადაგზავნილი იქნებოდა. შეგიძლიათ, გამოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია. ფაქტზე რეაგირება მოხდენილია. ეს საკითხი განათლების კომიტეტთან ურთიერთობის ფარგლებში იქნა განხილული. ეს საკითხი შიდა აუდიტმა მოიკვლია. სისხლის სამართლის დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, ეს შესაბამის ორგანოებში იქნებოდა გადაგზავნილი. დამატებითი საკითხები პაპუაშვილთან გაიარეთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი