საზოგადოება
ზაზა ოქუაშვილმა 21 მარტისადმი მიძღვნილ გამოფენა-გაყიდვაზე ერთ-ერთი საუკეთესო ნახატი შეიძინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სხდომათა დარბაზში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის - 21 მარტისადმი მიძღვნილ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელზეც შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის - „თანა“ და ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან არსებული სპეციალური საჭიროების მქონე პირთა „დღის ცენტრის“ აღსაზრდელების 30-მდე ნახატი და ხელნაკეთი ნივთი იყო წარმოდგენილი, ერთ-ერთი საუკეთესო ნახატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელმა შეიძინა და დღის ცენტრს, საქველმოქმედო მიზნით, 300 ლარი გადაურიცხა.
ღონისძიებას - „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა, რომელმაც 1000 ლარს გადააჭარბა, ორივე ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებზე დაიხარჯება.
„თანას“ და „დღის ცენტრის“ ხელმძღვანელებმა - ნანა საყვარელიძემ და მაია ქათამაძემ კანონმდებლებს გულითბილი მიღებისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს.
გამოფენა-გაყიდვის დასასრულს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


