სამართალი
ზაზა ოქუაშვილის მიერ “რუსთავი 2”-ის ეთერში გაჟღერებულ ინფორმაციას მცხეთის რაიონული სასამართლო ეხმაურება
მცხეთის რაიონული სასამართლო ეხმაურება 21 ნოემბერს ზაზა ოქუაშვილის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გაჟღერებულ ინფორმაციას კონკრეტულ სასამართლო დავასთან მიმართებაში და განმარტებას აკეთებს.
განცხადებას აღნიშნულის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლო ავრცელებს.
„მცხეთის რაიონული სასამართლო ეხმაურება 2018 წლის 21 ნოემბერს ზ.ოქუაშვილის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში არასწორი ინტერპრეტაციით გაჟღერებულ მცდარ ინფორმაციას კონკრეტულ სასამართლო დავასთან მიმართებაში და განმარტავს შემდეგს. 2018 წლის 24 ოქტომბერს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა ადმინისტრაციული საქმის განხილვა და დააკმაყოფილა მოსარჩელე „ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტიდ“-ის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტი ,,საქპატენტის“ მიმართ. დავა ფულად ანაზღაურებას არ შეეხებოდა და სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ საქპატენტის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია წარმოადგენდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქპატენტის გადაწყვეტილება „ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტიდ“-ის გამოგონების გაუქმების თაობაზე, მისი ძალაში შესვლის დღიდან. აღნიშნული სარჩელი თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა, თუმცა შემდგომ საქმე განსჯადობით მცხეთის რაიონულ სასამართლოს გადაეცა, ვინაიდან მოპასუხე „საქპატენტი“ მდებარეობს მცხეთაში.
საქმეზე სასამართლო წარმოება დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა(და არა 2 წელიწადნახევარი, როგორც ამას განმცხადებელი აღნიშნავდა), რაც გამოწვეული იყო მცხეთის რაიონულ სასამართლოში არსებული საქმეთა გადატვირთულობით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 14 ნოემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში შემოსულ იქნა საქპატენტის სააპელაცოო საჩივარი და შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული“,- ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


