უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 აგვისტო, 2013 20:14
font-size

ზაზა ოქუაშვილის განცხადება გონიერი ბიზნესმენის მიერ გაკეთებული განცხადებაა _ ვასილ მაღლაფერიძე

მე-9 არხის შესყიდვის მიზნით სააქციო საზოგადოების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება ვითარების ადეკვატურია.

როგორც მაღლაფერიძემ ,,მედიანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს არის გონიერი ბიზნესმენის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც იცის, რომ ველური კაპიტალით კი არ უნდა იმოქმედოს ბიზნესმენმა, არამედ საზოგადოებისადმი პატივისცემით.

,, ვფიქრობ, ეს პატივისცემა მას პატივისცემად დაუბრუნდება საზოგადოების მხრიდან. გარდა ამისა, ის კარგად ერკვევა მედიაში და თუ სურვილს გამოთქვამს, ის იქნება სააქციო საზოგადოების წევრი და ეს იქნება მისი მხრიდან სამოქალაქო სოლიდარობის გამოხატულება“, _ განაცხადა მაღლაფერიძემ და დასძინა, რომ ოქუაშვილის წინადადება არის დროული და ბევრ რამეს მოჰფენს სინათლეს.

მისივე თქმით, ზაზა ოქუაშვილის განცხადება ნათელს მოჰფენს შეკითხვას _ მართლაც იყიდება თუ არა ტელევიზია.

,,ჩვენ დღემდე არ ვიცით, კონკრეტულად რა შედის იმ პაკეტში, რომელიც იყიდება, რა ღირებულებაა, რა პირობებია, ან თუნდაც, ვინ არის ის ადამიანი, რომელსაც დაევალა ტელევიზიის გაყიდვის საკითხის მოგვარება. საზოგადოებამ ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის და ვფიქრობ, რომ ოქუაშვილის განცხადება ამ საკითხშიც სინათლეს შემოიტანს“, _ აღნიშნა მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, “იბერია თV”-ს დამფუძნებლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ “იბერია თV” გეგმავს მაუწყებლობის აღდგენას და დამფუძნებლები გამოთქვამენ სურვილს და მზადყოფნას, განიხილონ ტელეკომპანია “მე-9 არხის” ჟურნალისტებისა და ტექნიკური რესურსის მიღების შესაძლებლობა.

ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია: "მქონდა სურვილი და გამოვხატე მზადყოფნა, მონაწილეობა მიმეღო "მე-9 არხის” ან მისი ტექნიკური რესურსის მიღებაში, მით უფრო, რომ ძალიან მგრძნობიარე ვარ მედიაბიზნესის მიმართ, რომელიც მქონდა ტელეკომპანია "იბერიის" სახით. მეორე მხრივ, გამოიხატა იგივე სურვილი სააქციო საზოგადოების მიერ. პატივს ვცემ თითოეული მათგანის გულწრფელ სურვილს, რომ უნდათ დამოუკიდებელი და პოლიტიკურად თავისუფალი ტელევიზიის არსებობა, რასაც მეც მივესალმები. სააქციო საზოგადოებაში ახლა უკვე შედის ათასობით ადამიანი. ჩემი მხრივ, არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ ვიყო მათი კონკურენტი. უფრო მეტიც, ვუსურვებ წარმატებებს".

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი