უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 ოქტომბერი, 2018 11:00
font-size

ზაზა ოქუაშვილი დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული, თუმცა ის უწყებაში მისვლას არ აპირებს. ზაზა ოქუაშვილი ითხოვს, მისი დაკითხვა ლონდონში მოხდეს.

„მედია საშუალებებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 04 ოქტომბერს, გამოძახებული ვარ საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით გამოსაკითხად.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საგამოძიებო ორგანოსა და ფართო საზოგადოებასმსურს, მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია: ვიმყოფები ლონდონში და ამჟამად, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ჩემი დაბრუნება, ვინაიდან საქართველოში დაცული არ არისჩემი პირადი უსაფრთხოება. ამავე დროს, არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ ჩემისაქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში გამოძიება წარიმართება არაობიექტურად დამიკერძოებულად და მოკლებული ვიქნები შესაძლებლობას, სრულყოფილად დავიცვა ჩემიინტერესები.

აღნიშნული განცხადების საფუძველს მიქმნის ის გარემოება, რომ ქვეყნის არაფორმალურიმმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უშუალოდ იქცა „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგმიმართული რეკეტის ორგანიზატორად, სრულად აკონტროლებს სახელმწიფო ინსტიტუტებსროგორც ხელისუფლებაში ფორმალურად მყოფი, ისე არაფორმალური ძალაუფლებისმქონე პირების მეშვეობით, რომლებიც საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებენ.

აღნიშნული გარემოების დასტურია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თვალისდახუჭვა ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივქმედებებზე, რაც გამოიხატა არა მხოლოდ ,,ომეგა ჯგუფის“ მიმართ ჩადენილ დანაშაულში, არამედ მრავალ სხვა საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ ქმედებაში.

ზემოაღნიშნულ საფრთხეს ასევე რეალურს ხდის ხელისუფლების მოქმედი ფორმალურითანამდებობის მქონე პირების უშუალო შემხებლობა და დაინტერესება საქმით. როგორცვხედავ, პროკურატურა არ აპირებს არა თუ ბრალი წარუდგინოს ამ პირებს, არამედ, დღისწესრიგში მათი გამოკითხვის საკითხიც კი არ დგას.

ამდენად ის გარემოება, რომ ჩვენს მიმართ დანაშაულის ჩამდენი ზოგიერთი სხვა პირიკანონზე მაღლა დგას არის საფრთხის შემცველი ჩემი სიცოცხლისა დაჯანმრთელობისათვის.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უკანასკნელდღეებში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც არა მხოლოდ უხეშად ლახავს ჩემიუდანაშაულობის პრეზუმფციას, არამედ წარმოადგენს პირდაპირ მითითებას ჩემსდასაპატიმრებლად. მიუხედავად ამისა, მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და დიდბრიტანეთში ან ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოში გამოვიკითხო ჩემი ადვოკატებისმონაწილეობით, რა დროსაც სრულად გავცემ პასუხს გამომძიებლის ან/და პროკურორისმიერ დასმულ ყველა შესაძლო შეკითხვას.

დარწმუნებული ვარ, რომ უკანონობა და უსამართლობა დიდხანს ვერ გაგრძელდება დამალე მომეცემა საქართველოში ჩამოსვლისა და ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილისშეტანის საშუალება.

პატივისცემით, ზაზა ოქუაშვილი 03.10. 2018“ - ნათქვამია ზაზა ოქუაშვილის განცხადებაში.

ზაზა ოქუაშვილის გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაბარების შესახებ ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ ორი დღის წინ გაავრცელა.

„მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ქ.თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, ზ.ო. 2018 წლის 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოიძახა, რადგან მის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოებისთვის.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, 2018 წლის 14 სექტემბერს, ზ.ო.-ს ადვოკატმა პროკურატურას განუმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სექტემბრის ბოლოს, დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდებოდა გამოკითხვაზე.

ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ამასთან, ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა, თან დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

გამოძების ფარგლებში, აუდიოჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურაში 2018 წლის 12 სექტემბერს დაწყებული გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი