უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ოქტომბერი, 2018 13:25
font-size

ზაზა ოქუაშვილი არ არის ღარიბი - ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი ვალდებულია, დავალიანება დაფაროს.

რამდენიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ივანიშვილმა აღნიშნა, ვალის რესტრუქტურიზაციის მიუხედავად, „ომეგას“ დავალიანება იზრდებოდა.

„ეს დამოკიდებულება ბიზნესმენმა აუცილებლად უნდა გვაჩვენოს. თუ ასე მოხდება, გარწმუნებთ, პასუხი ადეკვატური იქნება. არავითარი პრობლემა არ არის. დავალიანება 11-ჯერ გადაუვადეს და კიდევ გადავადებას ითხოვდნენ. მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, რომ დავალიანების შემცირებას დაიწყებდა, პირიქით, დავალიანება მუდმივად იზრდებოდა და არაფერი შემცირებულა.

ჟურნალისტების ადგილზე, დავსვამდი კითხვებს, როგორ მოახერხა ამ კომპანიამ ხელისუფლებასთან თემების დალაგება მაშინ როცა, ამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა დავალიანების არგადახდა და ეს ვალები იყო მუდმივად ზრდადი და არა კლებადი. ჩემი აზრით, ეს კითხვა უფრო ლეგიტიმურია. როგორც ვიცი, მას კიდევ აქვს სხვა ბიზნესი. დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს არის სამშენებლო, თუ მანქანების ბიზნესი.

ეს კაცი არ არის ღარიბი. იმასაც თუ გავიხსენებ, რაზეც დადიოდნენ ჩემთან ის და ლევან ყიფიანი, რამხელა პროექტს ვაკეთებდი, როგორ დახმარებას ვუწევდი. ნაცვლად იმისა, რომ ეს ბიზნესი განვითარებულიყო საქართველოში, მან საკმაოდ ძვირად გაყიდა გარეთ. ეს კაცი არ არის ღარიბი. ეს არ არის ჩემი ფული. კეთილი ინებოს და დავალიანება გადაიხადოს. პენსიონერებს პენსია სჭირდებათ, ჯარს ხელფასი და ა.შ. ეს არის ბიუჯეტის ფული. ამ საკითხზე სხვანაირი დამოკიდებულების უფლება აქვს კი ხელისუფალს? მე აქ უფრო მეტი კითხვები მიჩნდება.

თანავუგრძნობ „იბერიას“ ჟურნალისტებს. მე ეს ორჯერ მაქვს გაკეთებული, მე სხვა ხელწერით გავაკეთე, მაგრამ ეს ხელწერაც არ იყო ლამაზი. მე ხელფასი გადავუხადე, წინმსწრებად გავაფრთხილე ყველა, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ეს ძალიან ცუდია. ძალიან ცუდად მიხსენებენ ჟურნალისტები და თქვენც შემახსენეთ ახლა, სანამ დაიწყებოდა გადაცემა. მე ამაზე ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. არ არის კარგი, როდესაც დააფუძნებ და მერე დახურავ. როგორ კულტურულად და წესების დაცვითაც არ უნდა მოიქცე, ეს ძალიან ცუდია. ამ შემთხვევაში კიდევ ძალიან ცუდია, როგორც თქვენ შემთხვევაში განვითარდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი