პოლიტიკა
ზაზა ხატიაშვილმა სტრასბურგის მოსამართლეთა შესარჩევ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა
„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ ხვალინდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.
ხატიაშვილმა პროტესტის ერთ-ერთ მიზეზად თეა წულუკიანი დაასახელა.
„ხვალ იუსტიციის სამინისტროში გაიმართება საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ასარჩევი სამთავრობო კომისიის საკონკურსო სხდომა, სადაც უნდა შეირჩეს 5 კანდიდატი, რომელთაგანაც შემდეგ საქართველო არჩევს 2 კანდიდატს და წარადგენს ევროპის საბჭოში. მე ვარ ამ კომისიის შემადგენლობაში და ვინაიდან სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პროტესტის ნიშნად არ ვიღებ მონაწილეობას ხვალინდელ შეხვედრაში.
საქართველოს მთავრობა უკვე მერამდენედ ცდილობს ისეთი კანდიდატის გაყვანას, რომელიც „თავს მოჭრის“ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში“,- თქვა ხატიაშვილმა.
მან ასევე გაასაჯაროვა იმ პირთა ვინაობაც, რომელთა კანდიდატურებსაც ხვალ განიხილავენ. სიაში მოხვდნენ იოსებ ბაჩიაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ოთარ სიჭინავა, ირაკლი ადეიშვილი, თამარ ალანია, ლუიზა ხითარიშვილი, კონსტანტინე კორკელია და ნინო ბაქაქური.
ხატიაშვილმა ის ფაქტიც გააპროტესტა, რომ კონსტანტინე კორკელიას და ნინო ბაქაქურს კომისიის წევრებმა 2 თვის წინ დაბალი ქულები დაუწერეს და ხელახლა აღებინებენ მონაწილეობას, რაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთვის მიუღებელია.
ხატიაშვილმა მიმართა ბაქაქურსა და კორკელიას, მონაწილეობის მიღებაზე უარის თქვან.
ხატიაშვილის ინფორმაციით, სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა. ხატიაშვილმა ასევე მოუწოდა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილსა და იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარეს ზვიად კორძაძეს, არ მიიღონ მონაწილეობა „კომკავშირის ხვალინდელ სხდომაში“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


