უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 ივლისი, 2017 16:00
font-size

ზაზა ხატიაშვილი პროკურატურის წარმომადგენელს ადვოკატ ცოტნე ტყებუჩავასთან მიმართებაში უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მთავარი პროკურატურის წარმომადგენელს ადვოკატ ცოტნე ტყებუჩავასთან მიმართებაში უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს.

აღნიშნულის შესახებ საუბარია ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს პროკურატურის უკანონო მოქმედებებს ადვოკატებთან მიმართებაში არ აქვს დასასრული. პროკურორებმა ელემენტარულად ვერ ისწავლეს, რომ ადვოკატის გამოკითხვა არ შეიძლება იმ შემთხვევაში თუ ადვოკატი მოქმედებდა თავისი საადვოკატო უფლებამოსილების განხორციელების დროს. პროკურორი და ადვოკატი წარმოადგენენ მხარეებს სისხლის სამართლის პროცესში. წარმოუდგენია ვინმეს, რომ ადვოკატს თვითონ მოუნდეს იმ პროკურორის გამოკითხვა, რომელიც გამოდის კონკრეტულ საქმეზე როგორც პროკურორი? ადვოკატებმა იციან, რომ აღნიშნული მოქმედების ჩატარება არ შეიძლება და ამგვარ პროცესუალურ აბსურდს არასოდეს არ მიმართავენ, სასამართლოში პროკურორის გამოძახების და დაკითხვის გარდა.

ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა გახდა სავარაუდოდ, მთავარი პროკურატურის პროკურორის ვინმე „გრიგოლის“ დაშინების ობიექტი.

2017 წლის 29 ივნისს ადვოკატ ცოტნე ტყებუჩავას მობილურ ტელეფონზე დაურეკა უცნობმა პირმა რომელიც გაეცნო, როგორც „პროკურორი გრიგოლი“, რომელმაც სთხოვა ადვოკატს მისულიყო მთავარ პროკურატურაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მსჯავრდებული კახაბერ ლომიძის განცხადების და მის მიერ მიცემულ ინტერვიუსთან მიმართებაში. როდესაც ადვოკატმა განაცხადა უარი პროკურატურაში ვიზიტზე და განუცხდა „პროკურორ გრიგოლს“, რომ მისი გამოკითხვა არ შეიძლებოდა ვინაიდან იგი ახორციელებს კონკრეტული პირის დაცვას და მოქმედებდა როგორც ადვოკატი, „პროკურორმა გრიგოლიმ“ უკვე ხმას აუწია და შეეცადა ადვოკატის დაშინებას თავისი სტატუსით. „პროკურორმა გრიგოლიმ„ მოსთხოვა ადვოკატს მისულიყო პროკურატურაში, მაგრამ ადვოკატის კატეგორიული უარის შემდეგ „პროკურორმა გრიგოლიმ“ ტელეფონი გათიშა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის, ვინმე „პროკურორი გრიგოლის“ უკანონობის გამო, ადვოკატ ცოტნე ტყებუჩავასთან მიმართებაში სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა დაცვის განხორციელებისთვის ხელისშეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას, რომელიც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 364-მუხლის მიხედვით.

„პროკურორი გრიგოლი“-ის მხრიდან განხორციელებული ქმედებები ასევე წინააღმდეგობაში მოდის გაეროს ძირითადი პრინციპებთან ადვოკატის როლის შესახებ (1990).

კერძოდ მე–16 მუხლის თანახმად:

“ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ადვოკატებს (ა) შეუძლიათ, შეასრულონ თავიანთი პროფესიული ფუნქციები დაშინების, დაბრკოლების, შევიწროების ან უადგილო ჩარევის გარეშე;
ადვოკატთა ასოციაცია მოითხოვს ეფექტური გამოძიების ჩატარებას ადვოკატ ცოტნე ტყებუჩავასთან მიმართებაში განხორციელებული უკანონო მოქმედებების გამო.’’

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი