პოლიტიკა
ზალბერის განცხადება არა მხოლოდ ჩვენს სუვერენიტეტს, არამედ ევროკავშირის პოლიტიკასაც ეწინააღმდეგება - სოფო ქაცარავა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის მიერ ბიბილოვის მისამართით გაკეთებული განცხადება მიუღებელია.
როგორც ქაცარავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ ინციდენტს რეაგირება მოჰყვება. მისი თქმით, ზალბერის განცხადება ევროკავშირის პოლიტიკასა და საქართველოს სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.
ქაცარავამ თქვა, რომ ამ თემაზე საგარეო უწყება ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს.
შეგახსენებთ, რომ ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და მას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


