პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურის წაყენება დაამტკიცებს, რომ ენმ-ის თავისი „ბრენდის“ ეშინია - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას.
კობახიძის აზრით, თუ უდუმაშვილი ენმ-ის სახელით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ეს იმას დაამტკიცებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი „ბრენდის“ ეშინია.
„ეს საუბრები, ალბათ, მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თვითონ ეშინია თავიანთი „ბრენდის“, თუკი ისინი აპირებენ, კანდიდატად წამოაყენონ ზაალ უდუმაშვილი.
რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ დავასახელებთ კანდიდატს, მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ჩვენ პროგრამა მინიმუმი, პირველ ტურში გამარჯვება, უპირობოდ იქნება შესრულებელი, ყოველგვარი სირთულეების გარეშე.
არა მხოლოდ უდუმაშვილს, არამედ ოპოზიციის არცერთ კანდიდატს არა აქვს შანსები, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული, ,,ქართული ოცნების“ კანდიდატის კონკურენტი იყოს“, - განაცხადა კობახიძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


