საზოგადოება
VTB ბანკი თბილისის საკრებულოს კამპანიაში ჩაერთო
თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილი) დახმარებას განაგრძობს. ამჯერად კამპანიაში VTB ბანკი ჩაერთო, რომელმაც 500 ოჯახისთვის გადასაცემი საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინა. ა
თბილისის საკრებულოს ცნობით, ნობათს, სამაჟორიტარო ოლქებში საკრებულოს უმრავლესობის წევრები დაარიგებენ.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ VTB ბანკის მენეჯმენტს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კერძო კომპანიები, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში, საკრებულოს მიერ დაწყებულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი.
„ჩვენი კამპანია გრძელდება და მასში სულ უფრო მეტი კერძო კომპანია მონაწილეობს, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. VTB ბანკის მენეჯმენტის დახმარებით, საკვებ პროდუქტს კიდევ 500 ოჯახს გადავცემთ. კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და სანამ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ყველა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს დავეხმარებით, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


