უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ნოემბერი, 2018 14:00
font-size

ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ხელოვნურად ეზღუდებათ - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, სოციალურ ქსელებსა თუ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება საკონსულოებში შექმნილი პრობლემების გამო ეზღუდებათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ხათუნა თოთლაძემ დღეს კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკონსულოების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა საშუალებით ცდილობს, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია და პრობლემების გარეშე შეძლონ არჩევნებისთვის დარეგისტრირება.

„ბოლო პერიოდში აქტიური ხასიათი მიიღო სოცილურ ქსელებში ცალკეული პირების მხრიდან ცრუ ინფორმაციის, კომენტარების, ვიდეომასალების გავრცელებამ, რომელშიც ცალკეული მოქალაქეები საუბრობენ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პროცესისა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების ხელოვნურ შეზღუდვაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით სწავლობს ყველა ასეთ ინფორმაციას. შედეგად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი ინფორმაციების მომრავლება ატარებს ერთგვარ ტენდენციურ ხასიათს და აშკარაა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას.

თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ რამდენიმე ასეთ ფაქტზე: საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ შვედეთში უკვე უპასუხა მსგავსი სახის პროვოკაციულ ქმედებას. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა შვედეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის მიერ არასწორ მისამართზე გადაღებული ვიდეო, რომლის ავტორიც ირწმუნებოდა, რომ საელჩო სამუშაო საათებში დაკეტილია და იგი ვერ ახერხებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას.

აღმოჩნდა, რომ ვიდეო შეგნებულად იყო გადაღებული საელჩოს შენობის სხვა სართულზე, მოცემული მოქალაქე კი უკვე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე. საელჩოს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა მედიასაშუალებებს, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თუმცა ტელეკომპანიამ აღარ გააშუქა საელჩოს გამოხმაურება“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა კიდევ ერთ შემთხვევაზე. კერძოდ, მისი თქმით, სოციალურ ქსელში აქტიურად ტრიალებს ვიდეორგოლი თურქეთის ქალაქ იზმირიდან. როგორც ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, ვიდეომასალაში თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ საკონსულო დაწესებულება დაკეტილია.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, იზმირში საქართველოს არ ჰყავს საკონსულო წარმომადგენლობა, ვიდეოში მითითებული შენობა კი არის იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის პირადი საცხოვრებელი სახლი.

ამასთან, თოთლაძის თქმით, საპატიო კონსული არ ასრულებს საკონსულო ფუნქციებს და საქართველოში აქამდე ჩატარებული არც ერთი არჩევნების დროს იზმირში საარჩევნო უბანი არ ყოფილა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვას 11 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი