პოლიტიკა
ვმუშაობთ სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევასა, დაშინებაზე და ძალადობაზეა პასუხისმგებელი - პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირს უკვე დადგენილი ჰყავს ივანიშვილის რეჟიმის ის წარმომადგენლები, ვინც თბილისში აქციების დარბევის დროს ხალხის წამებას, უკანონოდ დაკავებას და მათ ცემას ხელმძღვანელობდა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი “პირველებს“ უდასტურებს, რომ ახლა 27 სახელმწიფო რეჟიმის ამ წარმომადგენლებითვის საერთო სანქციების დაწესებაზე მსჯელობს.
„ევროკავშირი ვერ მიიღებს ძალადობას, დაუსჯელობას და დაშინებას, რომელიც, თითქმის, სამი თვეა გრძელდება. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევასა, დაშინებაზე და ძალადობაზეა პასუხისმგებელი. რაც შეეხება ევროკაშირის ნებისმიერი გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით ერთიანობას მოითხოვს , რომელიც ჯერ არ არსებობს. სამწუხაროდ, არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ერთიან პოზიციაზე არ არიან, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა მცდელობას აგრძელებს. იმ დროს, როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, ვიცი, რომ იქნება მცდელობა აღდგეს ერთიანობა სანქციებთან დაკავშირებით, იმ პირების წინააღმდეგ ვინც, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაშია მხილებული. ჩვენ მოვახდინეთ რამდენიმე ინდივიდის იდენტიფიცირება, რომლებმაც იძალადეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. წევრი სახელმწიფოები მსჯელობენ ამ სახელებზე“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


