პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი მომღერალი დიმა ბილანი თბილისშია
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი მომღერალი დიმა ბილანი გუშინ ბათუმში კორპორატიულ საღამოზე იმღერა, დღეს კი ის უკვე თბილისს სტუმრობს.
როგორც ბილანმა ტვ იბერიას განუცხადა, ის პოლიტიკისგან შორსაა და ამაზე დასმულ კითხვებს გაუმართლებელს უწოდებს.
„მე არ ვარ ჩართული პოლიტიკაში, შესაბამისად პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. გაუმართლებელია, მუსიკოსს დაუსვათ კითხვები, რომელიც პოლიტიკას ეხება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, აქ რამდენიმე კონცერტი ჩავატარო. ბათუმში კერძო ღონისძიებაზე ვიყავი მოწვეული, ერთ-ერთმა კოსმეტიკურმა კომპანიამ მომიწვია, აქ ხელისუფლების მოწვევით არ ჩამოვსულვარ“, - თქვა რუსმა შემსრულებელმა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, რუსი მომღერალი შპს „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“ მოიწვია.
სავარაუდოდ, ბილანი საქართველოს დღესვე დატოვებს.
ბილანი ცნობილია თავისი მხარდაჭერით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ. 7 მარტს გავრცელდა პუტინის მხარდამჭერი კლიპი „გზამკვლევი ვარსკვლავი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბილანმა. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ვიდეოში ასევე ა-სტუდიოს ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია მღერის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


