უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 თებერვალი, 2026 12:43
font-size

ვიზების შეჩერება, შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს ამ მიზნისკენ მუშაობას მოვუწოდებთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე ევროკავშირმა მტკიცე რეაგირება მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართველი ოპოზიციონერებისადმი გაგზავნილ წერილში წერს.

მისი თქმით, ევროკომისიის წინადადების თანახმად, ევროსაბჭომ საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ შეაჩერა.

„საქართველოში ბოლო დროს მომხდარი ნეგატიური მოვლენების შესახებ ევროკავშირმა მტკიცედ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება არჩევნების დარღვევების, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებისა და სასამართლო სისტემის რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენების გამო. ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს. მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების მიზნით კომისიამ მიიღო შესაბამისი ზომები, მათ შორის, ხელისუფლებისთვის ორმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება და ჩვენი პოლიტიკური კონტაქტების შემცირება. გარდა ამისა, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ ნაწილობრივ შეაჩერა საქართველოსთან ვიზების გაცემის შეთანხმების მოქმედება, რაც გავლენას ახდენს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებზე. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, როგორც ეს ევროპის საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში განაცხადა“, – ნათქვამია წერილში.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი წერს, რომ საქართველომ კიდევ უფრო უკან დაიხია მმართველობის, კანონის უზენაესობის, ვიზების შესაბამისობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად კრიტერიუმებში.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებს.

„პირველ ეტაპზე ვიზების გაცემა შეუჩერდათ დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, შემდეგ ეტაპზე კი ის, შესაძლოა, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც უზრუნველყოფს შეჩერების ერთგვაროვან გამოყენებას ყველა წევრ სახელმწიფოში. მეორე ეტაპზე, ვიზების შეჩერება, შეიძლება, გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ საკითხებს არ მოაგვარებს. წევრი სახელმწიფოები განიხილავენ საქართველოში პოტენციურ შემდგომ ზომებს. მიუხედავად იმისა, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის სანქციებთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არის მიღწეული, გრძელდება დისკუსიები დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელი პირების დასჯასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია წერილში.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერილი გაუგზავნეს: „ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო სისტემურად აფერხებს კომისიის მცდელობებს, მიიღოს არსებითი სანქციები ბატონ ივანიშვილისა და მისი კრემლთან დაკავშირებული ქსელის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ვიმედოვნებთ, ეს წინააღმდეგობა დროთა განმავლობაში გადაილახება, ახლად გადახედილი ვიზების შეჩერების მექანიზმი (Visa Suspension Mechanism) ამ მომენტში სთავაზობს რეალურ გზას წინსვლისკენ“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი