პოლიტიკა
ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხდა და რეალური შედეგი 2 წლიანი დაგვიანებით დადგა-ნაციონალური მოძრაობა
ნაციონალური მოძრაობა მიესალმება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ.
ამის შესახებ პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„სავიზო რეჟიმის გაუქმება შესაძლებელს ხდის შეუფერხებლად, დამატეთი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მოგზაურობას შენგენის ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისე ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი გამარჯვება, ისევე, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება (2014 წ.), ქართველი ხალხის ურყევი ნების შედეგია, რომელიცმყარად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ ეს მტკიცე პოზიცია არ აძლევს დღევანდელ ხელისუფლებას შესაძლებლობას, გადაუხვიოს ქვეყნის განვითარების ევროპული ვექტორიდან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ქვეყნის ევროპული მომავლისათვის შექმნილმა მყარმა საფუძველმა, ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დღევანდელ წარმატებაში.
უვიზო რეჟიმის მისაღწევად აუცილებელი აქტიური ნაბიჯების გადადგმა ქვეყანამ ჯერ კიდევ 2006 წელს, ხოლო მოლაპარაკებები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე 2012 წლის ივნისში დაიწყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გაუარესებული ადამიანისუფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების პირობებში და ხელისუფლების არაკომპეტენტური პოლიტიკის შედაგად, პროცესი შეფერხდა და რეალური შედეგი 2 წლიანი დაგვინებით დადგა.
თუმცა, დღეს, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს, ხოლო ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ არ გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის კვლავ გაუქმება.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ევროპის სახალო პარტიას (EPP), რომლის წევრიც ერთიანი ნაციონალური მოძრობაა. გასული წლების მანძილზე სწორედ ეს პოლიტიკური ძალა უჭერდა მხარს ყველაზე აქტიურად საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობის მიცემას.
საქართველოს მთავრობას შევახსნებთ, რომ უვიზო მიმოსვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ ერთი ნაბიჯია, რომელიც ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავების სტრატეგიის გარეშე, საქართველოს ევროპულ მომავალს შეუქცევადს ვერ გახდის.
ქართველ ხალხს კი, ჩვენის მხრივ ვპირდებით, რომ როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალა, გავაგრძელებთ ხელისუფლებაზე ზეწოლას ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ამ მიმართულებით სწრაფ შედეგებზეორიენტირებულ, მიზანმიმართულ და მწყობრ პოლიტიკას გავატარებთ“,-ნათქვამია განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


