უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივნისი, 2025 15:54
font-size

ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე არის ძალიან რეალური და მზარდი, პასუხისმგებლობა კონკრეტულად „ქართულ ოცნებაზეა“ - გრიგოლ გეგელია

ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე არის ძალიან რეალური და მზარდი. არსებობს სახელმწიფოთა მთელი ჯგუფი, რომელიც ძალიან სერიოზულად განიხილავს ამ საკითხის დაყენებას და ვისმენთ, რომ ეს არის პასუხი იმ ავტორიტარიზმზე, რაც დღეს ტრიალებს საქართველოში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედ რეჟიმს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა როგორც ერმა, დავკარგოთ ის პრივილეგია და ფუფუნება, რასაც წარმოადგენს ვიზალიბერალიზაცია. პასუხისმგებლობა კონკრეტულად „ქართულ ოცნებაზეა“, რომლის ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს, რათა ცვლილების კურსი შესთავაზოს ან ქართულ საზოგადოებას, ან ევროპელ მეგობრებს. ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შეეცადოს, საქართველომ არ დაკარგოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რათა ვითარება, ურთიერთობებიც გაუარესდეს და რაც შეიძლება მალე მილიონობით ქართველმა დავკარგოთ ის უკიდურესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენგანს ანიჭებს საშუალებას, იმგზავროს ევროკავშირის მასშტაბით, აწარმოოს საქმიანი ურთიერთობები, მეგობრობა, ნახოს ახლობლები, ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრები. ამას გვართმევს „ქართული ოცნება“ საკუთარი ქმედებებით მიზანმიმართულად“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი