პოლიტიკა
ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია - ირაკლი კობახიძე
აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით უამრავი სპეკულაციებია.
„აქ საუბარია ერთადერთ რამეზე, ვიზის რიგში ჩადგები, თუ არ ჩადგები. დიდ ბრიტანეთში ვიზის რიგში დგებიან ჩვენი მოქალაქეები, ტექნიკური საკითხია. რა თქმა უნდა, დისკომფორტია, მაგრამ ვიზას აიღებ და მიდიხარ დიდ ბრიტანეთში. აშშ-ში ანალოგიურად, დგები ვიზის რიგში, მიიღებ, არ მიიღებ, შესაბამისად წახვალ ან არ წახვალ ამ ქვეყანაში. ეს ეკონომიკაზე არ აისახება. ერთი მინუსი, რაც აქვს ვიზალიბერალიზაციას, ეს არის მიგრაციის წახალისება. ეს გამოჩნდა იგივე ლიტვის და ლატვიის მაგალითზე, როცა ევროკავშირის წევრი გახდა უკვე ლიტვა და შესაბამისად, მოიხსნა სავიზო რეჟიმი და ასევე ლატვია, ლიტვაში 600 000-ით შემცირდა მოსახლეობა და ლატვიაში 400 000-ით. რატომ - იმიტომ, რომ სხვაობა არის, მათ შორის, ჯერ კიდევ საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, სადაც არის მეტი ეკონომიკა, იქითკენ წარიმართება მიგრაციული პროცესები. ვიზალიბერალიზაცია ამის წამახალისებელია. ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე. აქედან გამომდინარე, არის ცარიელი სპეკულაციები, ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ უვიზოდ დადიან ჩვენი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ რაციონალურ ფარგლებში. ეს სპეკულაციები, რომ ეკონიკური ზრდა, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი. ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


