პოლიტიკა
ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის არის, როგორც პრივილეგია ასევე პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გავიაზროთ - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ განიხილავს.
კობახიძის თქმით, დაიწყო მუშაობა პრევენციული ზომების გატარებაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები უვიზო მიმოსვლის დროს წარმოქმნილი პრობლემების პრევენციისთვის.
„რამდენადაც ვიცი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არ განიხილება არცერთი ქვეყნის მხრიდან. რაც შეეხება ზოგადად ჩვენს ხედვას, ჩვენ უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები იმისათვის, რომ არასწორი მიმართულებით არ წარიმართოს პროცესები. ეს მუშაობა უკვე დაწყებულია, პარლამენტი მზად არის, თავის მხრივ, თუ საჭირო გახდება, მიიღოს თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემებისა და გართულებების პრევენცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის არის, როგორც პრივილეგია ასევე, ჩვენთვის ეს არის პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა სათანადოდ უნდა გავიაზროთ ჩვენ - ხელისუფლებამ და ასევე, თითოეულმა მოქალაქემ”, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


