სამართალი
ვიცოდი, თუ ტვ ,,იბერიის’’ წილის გადაფორმებაზე ხელს არ მოვაწერდი, ჩვენი კომპანიები ვერ განაგრძობდა მუშაობას - მოწმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.
სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის მოწმე, ქეთევან ფანქველაშვილი დაიკითხა, რომელიც იბერია ტვ-ის 25%-იანი წილის მფლობელი შპს "ილიონის" დირექტორი იყო და ერთ-ერთი იმ პირთაგანია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ტელეკომპანიის წილების გადაფორმების პროცესში.
მოწმემ 2004 წლის თებერვალი და სპეცრაზმის ,,ომეგაში’’ შეჭრა გაიხსენა. მისი თქმით, ეს იყო მძიმე და სტერსული პერიოდი, როდესაც პროკურატურას და შინაგან ძალებს დაკავებული ჰქონდათ ჯგუფში შემავალი კომპანიები, რის გამოც მუშაობა ყველგან შეჩერებული იყო.
რაც შეეხება ტელეკომპანიის ლიცენზიის დათმობის პროცესს, როგორც ფანქველაშვილმა აღნიშნა, 2004 წლის დეკემბერში მას დაუკავშირდა ,,ომეგა’ ჯგუფის“ ხელმძღვანელობის ნდობით აღჭურვილი პირი, ლევან აღდგომელაშვილი, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა პროკურატურასთან მოლაპარაკებებს და შეატყობინა, რომ ,,ერთადერთი პირობა, რათა კომპანიებს გაეგრძლებინათ მუშაობა, იყო წილების დათმობა.’’
,,სარწმუნოდ მივიჩნიე მისი ნათქვამი და მივედი სანოტარო ბიუროში. ჩემ გარდა იქ იყვნენ ლევან აღდგომელაშვილი, ალექსანდრე ლაცაბიძე და დიმიტრი ქიტოშვილი. რაც შეეხება დოკუმენტს, რომელზეც ხელი მოვაწერე, ეს იყო დოკუმენტი, რომლითაც ,,იბერიაში’’ "ილიონის" 25% გადავუფორმე ვინმე კაკაურიძეს, რომელსაც არც მანამდე ვიცნობდი და არც გადაფორმების შემდეგ შევხვედრილვარ’, - განაცხადა ქეთევან ფანქველაშვილმა, რომელიც როგორც თავად აღნიშნა, წილის გადაფორმების მომენტში იყო ,,ომეგა ჯგუფში’’ შემავალი კომპანიების დირექტორი.
როგორც სასამართლოს სხდომის შემდეგ საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა, ქეთევან ფანქველაშვილმა სასამართლოს წინაშე დაადასტურა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა წილების გადაფორმების მოთხოვნაზე იმიტომ დათანხმდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა მუშაობის აღსადგენად.
თავის მხრივ, როგორც ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმის ჩვენებას და მტკიცებულებას არ დაუდასტურებია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე მიმდინარე წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
საქმეზე მომდევნო სხდომა 2017 წლის 9 იანვრის 12:00 საათისთვის ჩაინიშნა. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებებათა გამოკვლევით გაგრძელდება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


