პოლიტიკა
ვიწყებ კამპანიას დიდი ჯიხაიშიდან - სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ცესკო-ში განუცხადა, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით, საინიციატივო ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
„დღეს ცესკოში ჩემი კანდიდატურა ოფიციალურად წარვადგინე. ეს არ არის საბოლოო რეგისტრაცია. მოგვიანებით უნდა მოვიტანოთ მხარდამჭერთა ხელმოწერები. ამაზე მუშაობას ხვალიდან ვიწყებთ იმისათვის, რომ თბილისსა და რეგიონებში ჩემი ყველა მხარდამჭერის ხელმოწერა შეგროვდეს. მეც ვივლი იმ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა და მონაწილეობას მივიღებ ხელმოწერების შეგროვებაში. ეს არის საზოგადოების ჩართულობის პირველი ნიშანი და მე ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ.
ხუთშაბათს ვიწყებ კამპანიას დიდი ჯიხაიშიდან. იქ არის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. მგონი, სწორია რომ მე იქედან დავიწყო ჩემი კამპანია. რაც ეხება ქართულ ოცნებას, მე იმათ მაგივრად ვერ ვისაუბრებ. თუ იქნება მათი ხმარდაჭერა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი ამქვს იქნება. მე ვაყენებ დღეს დამოუკიდებელ კანდიდატურას, ვაგროვებ ხელმოწერებს და ბოლომდე გავიყვან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


