სამართალი
ვითხოვთ, კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი - პაატა ბურჭულაძის ადვოკატი
ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, მარიამ ჩიქოვანის განცხადებით, ისინი ითხოვენ კობა დავითაშვილისგან, უარყოს მისი განცხადება იმის შესახებ, რომ ბურჭულაძე ფონდიდან თანხას იპარავდა, და აანაზღაუროს მორალური ზიანი.
საქმე ეხება ბურჭულაძის სარჩელს დავითაშვილის წინააღმდეგ.
„კობა დავითაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანაში“ შესულ თანხებს იპარავდა. ეს არის ცილისწამება, არის პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადება. ჩვენ ვითხოვთ, კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა სარჩელოს დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაირიცხება ფონდ იავნანაში",- განაცხადა ბურჭულაძის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე.
საქალაქო სასამართლოში დღეს მოსამზადებელი სხდომა იმართება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


