პოლიტიკა
ვითანამშრომლებდი მაგალითად გიორგი ვაშაძესთან, რომელსაც წინასაარჩევნოდ კარგი იდეები ქონდა - კახა კალაძე
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ მერიაში „ახალი საქართველოს“ ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან ითანამშრომლოს.
როგორც კალაძემ „იმედის კვირაში“ განმარტა, ქალაქი მხოლოდ მისი, ან „ქართული ოცნების“ არ არის, შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს საინტერესო იდეები, ან პროგრამა, რომელიც შესაძლოა ქალაქს გამოადგეს, ის თანამშრომლობისთვის მზად არის.
კალაძის შეფასებით, სწორედ გიორგი ვაშაძე იყო ის მერობის კანდიდატი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს კონკრეტულ პროგრამებზე საუბრობდა.
„ყველაფერი დამოკიდებულია მათ კონკრეტულ პროექტებზე, თუ აქვთ რაიმე, რაც შეიძლება განხორციელდეს ქალაქის საკეთილდღეოდ. მე რაც მოვისმინე და რაც ვნახე ამ არჩევნების დროს, რასაც ვუსმენდი თუ ვის როგორი ხედვა აქვს ქალაქთან დაკავშირებით, მაგალითად, ძალიან საინტერესო იყო გიორგი ვაშაძის მიდგომები.
დებატებზეც გავაკეთე განცხადება, რომ როდესაც მერი გავხვდები მზად ვარ თანამშრომლობისთვის. ჩვენ იმ მოძველებული წრიდან უნდა გამოვიდეთ, რომელზეც ვტრიალებდით. უნდა ვიყოთ აბსოლუტურად გახსნილები. ეს ქალაქი მარტო ჩემი საკუთრება, ან პარტია „ქართული ოცნების“ საკუთრება არ არის. ამ ქალაქში ჩვენ ყველა ვცხოვრობთ, ყველას გვიყვარს, შესაბამისად, მინდა რომ ყველა ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, თუ აქვთ კონკრეტული ხედვები, კონკრეტული პროექტები - ჩვენ ამას განვიხილავთ. რატომაც არა, რა პრობლემაა.
მზად ვარ, თანამშრომლობისთვის იმათთან ვისაც უყვარს ეს ქალაქი. გიორგი ვაშაძე ერთადერთი ოპონენტი იყო, რომელიც საქმეზე საუბრობდა. ნამდვილად საწყენი იყო რომ მთელი დებატების განმავლობაში, საარჩევნო პროცესის განმავლობაში ოპონენტები ჩემზე საუბრობდნენ და ვაშაძე ნამდვილად გამოირჩეოდა, რადგან ის კონკრეტულ პროექტებზე საუბრობდა“,-განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის წინადადებას „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, მისი ყველა პროექტი და პროგრამა არის ღია და ხელმისაწვდიმი. რაც შეეხება კალაძესთან თანამშრომლობას, პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ყველაფერი „ჭორების საკითხი მგონია“, რადგან მისი თქმით, ის კახა კალაძეს პირისპირ არასდროს შეხვედრია.
„ჩვენი ყველა იდეა არის ღია, ყველა პროექტი და პროგრამა არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება თანამშრომლობას, არასაარჩევნო პერიოდშიც მე ყოველთვის დავდიოდი სამინისტროებში, სხვადსხვა პრობლემების გადასაწყვეტად, იყო ეს სოციალურად დაუცველის საკითხები, თუ უფასო სასადილოების თემა და სხვა. ყველა საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანებს სიკეთეს მოუტანს მზად ვარ ჩემი და ჩემი გუნდის ადამიანური რესურსი ბოლომდე დავახარჯო, რამდენიც იქნება საჭირო, იქნება ეს იდეების გაზიარება, შინაარსში შესვლა თუ სხვა. გამეხარდება, რაც ბევრი კარგი საქმე გაკეთდება.
თანამშრომლობაზე საუბრარი უფრო ჭორების საკითხი მგონია და მეტი არაფერი. იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით, კალაძესთან შეხვედრა, პერსონალურად არასდროს არ მქონია, არც შევხვედრილვართ, მხოლოდ დებატებზე შევხვდით“,-აღნიშნა ვაშაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


