პოლიტიკა
ვისურვებდი, 21 ოქტომბრამდე კიდევ უფრო მაღალი დისციპლინით დაიცვან საჯარო მოხელეებმა ნეიტრალიტეტი - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრისა და უწყებათაშორისო კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ბაღის დირექტორები მმართველი გუნდის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციასა და ამომრჩეველთა მობილიზებაში არიან ჩართული, წულუკიანმა მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმებულ მოხელეებს ნეიტრალიტეტის დაცვისკენ მოუწოდა.
„მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს მშვიდი საარჩევნო კამპანია, ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებებიც. ჩვენი შიდა ეროვნული დამკვირვებლების შეფასებებიც და მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვისურვებდი, რომ 21 ოქტომბრამდე კიდევ უფრო მაღალი დისციპლინით დაიცვან საჯარო მოხელეებმა ნეიტრალიტეტი, რადგან პოლიტიკური პარტიები უნდა იყოს მკაცრად გამიჯნული მუნიციპალური ხელისუფლებისგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან და ზოგადად, სახელმწიფოსგან“, - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანმა მადლობა გადაუხადა განათლების სამინისტროს გენინსპექციას, აუდიტის სამსახურსა და სხვა უწყებებს, რომ მყისიერი რეაქცია მოახდინეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე.
„ჩვენ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მრავალჯერ განვიხილეთ მასწავლებლებისა თუ ბაგა-ბაღის თანამშრომლების პოლიტიკური აქტივობის საკითხი, ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ ისინი ამ აქტივობას ახორციელებდნენ კვირისა და დღის იმ მონაკვეთში, როცა მათ კანონით აქვთ ამის უფლება. თუმცა, გამოვლინდა შემთხვევებიც, როდესაც იყო კანონდარღვევები და მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის უწყებებს, უპირველეს ყოვლისა, განათლების სამინისტროს გენინსპექციასა და აუდიტის სამსახურს, რომლებმაც მყისიერი რეაგირება მოახდინეს“, -თქვა წულუკიანმა.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


