პოლიტიკა
ვისურვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი პოზიტიური როლითა და განსაკუთრებული უნარებით ყოველთვის და ყველგან მონაწილე იყოს - ეკა ბესელია
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გამოეხმაურა გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომ სასურველია ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობის ხვალინდელ სხდომაზე.
ბესელიას შეფასებით, ყოფილ პრემიერს პროცესების დადებითად წარმართვა შეუძლია. მას არ დაუკონკრეტებია, რაზე იქნება საუბარი ხვალინდელ შეხვედრაზე.
„ვისურვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი პოზიტიური როლითა და განსაკუთრებული უნარებით ყოველთვის და ყველგან მონაწილე იყოს. თავისი თვისებებით ყოველთვის ახერხებს იმას, რომ პროცესი დადებითი და განსაკუთრებული მიმართულებით წაიყვანოს, მაგრამ ეს უმრავლესობის სხდომაა. ასეთ სხდომებს პერიოდულად ვატარებთ ხოლმე, სხდომა შეიძლება მეტად დატვირთული იყოს, ან ნაკლებად. რა თემებზე ვისაუბრებთ, ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობ“, – დასძინა დეპუტატმა.
გედევან ფოფხაძის განცხადებით, „მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართვა ამ პროცესში სასურველია, რადგან მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი იმ ავტორიტეტით, რომელიც მას, როგორც პოლიტიკოსსა და პიროვნებას გააჩნდა და გააჩნია ქვეყანაში. ეს არის ის პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც ეხმარება ადამიანებს ძალიან ბევრი კრიტიკული სიტუაციის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მე პირდაპირ გეტყვით, რაც შეიძლება დავთმო და წავიდე კონსენსუსზე ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით. ეს შეიძლება, სხვა შემთხვევაში არ გავაკეთო. აქედან გამომდინარე, ეს ის პოლიტიკური კაპიტალია, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული“.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ, 21 საათზე საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის, ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


