პოლიტიკა
ვისაუბრებთ საპატრიარქოში რუსეთის გავლენებზე - ხათუნა სამნიძე
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიას მერობის კანდიდატი არ ეყოლება.
მისი თქმით, პარტია მხოლოდ საკრებულოს წევრობისთვის იბრძოლებს და გუშინ 5-კაციანი სია წარადგინა.
მისივე თქმით, პარტიის სლოგანია „გააკეთე განსხვავებული არჩევანი“.
როგორც ხათუნა სამნიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, წინასაარჩევნოდ პარტიის წევრები ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც სხვა პარტიები არ საუბრობენ.
„შეგვიძლია ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებზეც ყველა პარტია ლაპარაკობს, ეს არის საპენსიო საკითხები, სოციალური საკითხები, შმენებლობები, ქალაქში გამწვანება, მაგრამ ჩვენ გვინდა ასევე შევეხოთ, ხმამაღლა ვისაუბროთ იმ თემებზე, რომლებზეც არც ერთი პარტია არ საუბრობს. ჩვენ ვთლით, რომ თვითმმართველობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს ის.
ასევე ვისაუბრებთ ამ პროცესზე საპატრიარქოს ზეგავლენაზე. საპატრიარქო ზუსტად ისეთივე სიმძლავრით და ინტენსივობით ეწინააღმდეგება ამ პროცესს, როგორც ხელისუფლებები წარსულში და დღევანდელი ხელისუფლება. ამის მაგალითია 2013 წლის პატრიარქის განცხადება. როგორც კი დაიწყო თვითმმართველების რეფორმა, მან თქვა რომ ეს ქვეყნის დაშლისკენ გადადგმული ნაბიჯებია და ამას ჩვენ არ დავუშვებთო.
ასევე, ჩვენი შემდეგი თემა იქნება „თანასწორობა და საპატრიარქო“, თუ რა პრობლემებს ვხედავთ ამ მიმართულებით. ვისაუბრებთ, ასევე რუსეთის გავლენებზე საპატრიარქოში და პროგრესზე რასაც აფერხებს სწორედ ეს ინსტიტუტი იმის გამო, რომ საპატრიარქოში ადამიანები იბრძვიან ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და არა რწმენისთვის.
ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ეკლესია, იმიტომ რომ დამოუკიდებელი თვითმმართველობისთვის აუცილებელია, რომ ეკლესია სახელმწიფოსგან იყოს გამიჯნული. ამ ყველაფრის უზრუნვესაყოფად აუცილებელია, რომ შეწყდეს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან დაფინანსება, რადგან ეს არის ხარკი რომელსაც ხელისუფლება საპატრიარქოს უხდის“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


