პოლიტიკა
ვისაუბრებთ ყველა აქტუალურ საკითხზე, აბსოლუტურად ყველაფერზე, რაზეც დეპუტატებს კითხვები ექნებათ - ნატია მეზვრიშვილი გიორგი გახარიას ხვალინდელ გამოსვლაზე პარლამენტში
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა უწყების ხელმძღვანელ გიორგი გახარიას პარლამენტში ხვალინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„საკითხი დგას ძალიან მარტივად - დაგვიბარეს პარლამენტში დეპუტატებმა, შეკითხვები აქვს არა მხოლოდ უმცირესობასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, არამედ უმრავლესობასაც, მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას ვესაუბროთ ამ საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც მინისტრთან შეკითხვები არსებობს. ყველა დეპუტატის შეკითხვას, იქნება ეს ოპოზიციის წარმომადგენელი, თუ უმრავლესობის წარმომადგენელი - გავცეთ პასუხი.
დაგვიბარეს პარლამენტში - მოვდივართ. აქამდეც არაერთხელ დავუბარებივართ პარლამენტში და ჩვენ ყოველთვის ვცხადდებოდით.
როგორც მოგეხსენებათ, ახალი რეგლამენტის პირობებში, საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერებულია და ჩვენ ამ ნორმების ფარგლებში მოვდივართ. ვისაუბრებთ ყველა აქტუალურ საკითხზე, აბსოლუტურად ყველაფერზე, რაზეც დეპუტატებს კითხვები ექნებათ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
შს მინისტრი ხვალ პარლამენტში რეგლამენტის იმ პროცედურით მიდის, რომლის მიხედვით, მინისტრი მოსმენის მოთხოვნით პარლამენტს საკუთარი ინიციატივით მიმართავს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


