უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ოქტომბერი, 2018 14:55
font-size

ვისაც ხაზინა არ გვიძარცვია, გვიწევს აბსოლუტურად არაკონკურენტული ფინანსური რესურსებით არჩევნებში მონაწილეობა - კახა კუკავა

„პრობლემაა, როდესაც სამი კანდიდატი ხარჯავს ხაზინიდან ნაძარცვ ათეულობით მილიონს და, ვისაც ხაზინა არ გვიძარცვია, აბსოლუტურად არაკონკურენტული ფინანსური რესურსებით გვიწევს არჩევნებში მონაწილეობა“,– ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ განცხადა.

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქართულმა ტელევიზიებმა უსინდისოდ გააშუქეს ეს არჩევნები. ყველას ჰქონდა თავ-თავისი ტელევიზია და ჩვენ, ვისაც საკუთარი ტელევიზია არ გვქონდა, პრაქტიკულად ვიყავით საზოგადოებრივი არხისა და ობიექტივის იმედზე. პრობლემა არის დიდი ფული, როდესაც სამი კანდიდატი ხარჯავს ხაზინიდან ნაძარცვ ათეულობით მილიონს და, ვისაც ხაზინა არ გვიძარცვია, გვიწევს აბსოლუტურად არაკონკურენტული ფინანსური რესურსებით არჩევნებში მონაწილეობა.

პრობლემა არის ადმინისტრაციული რესურსები, პრობლემაა ასევე ე.წ. fake სოციოლოგია, რომელსაც ყველა პარტიული ტელევიზია აქვეყნებს. სამი სხვადასხვა კანდიდატი სამ სხვადასხვა კვლევაში აქვეყნებს ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ მონაცემებს და პრობლემაა, რომ საარჩევნო კომისიებში ხელისუფლებას ჩასმული ჰყავს უშიშროების ოფიცრები.

ვაფრთხილებ მათ, სადაც იქნება ის მონაცემები, რაც იყო შარშან, როდესაც უნამუსოდ მოიპარეს ჩვენი ხმები, წელს მივალთ და ძალით გავხსნით ყველა უბანს, თუ გადათვლაზე უარს გვეტყვიან.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, სადაც ხმები მოპარული მექნება, იქ წინასწარ შეეგუოს, რომ უბნები გაიხსნება ძალით. მთელ საქართველოს ვაჩვენებთ მათი გაყალბების ნებისმიერ მცდელობას“, – განაცხადა კუკავამ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი