პოლიტიკა
ვისაც ეხება ამ საკითხის გადაწყვეტა, იხელმძღვანელოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე - ფიქრია ჩიხრაძე
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან. მიწვევის მიუხედავად, შეხვედრას არ ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.
პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათთან გამართავს კონსულტაციას, „ვინც მოვა და იხელმძღვანელებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“.
„ჩვენ გავმართავთ კონსულტაციებს მათთან, ვინც მოვა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც სულ მცირედით მაინც ეხება ამ საკითხის გადაწყვეტა, ვეტო იქნება განხილული და ამ განხილვის დროს იხელმძღვანელოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამართლეთა და სასამართლოს თავისუფლების გარანტიებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მართლაც ვიყოთ დემოკრატიული საზოგადოება და ამ მიმართულებით გადავდგათ მყარი და ფუნდამენტური ნაბიჯები,“- განაცხადა ჩიხრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის შენიშვნა დაფუძნებულია ვენეციის კომისიის დასკვნაზე და მისთვის გაუგებარია მმართველი გუნდის გამოხმაურება ამ საკითხზე.
“მე ვფიქრობ, ამაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში ცოტა საკითხი თუ შეიძლება არსებობდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს, ვეტო კი არ განვიხილოთ ბრძოლის იარაღად და კი არ გავიქცეთ და დავიმალოთ კონსულტაციისგან და დიალოგისგან. აბსოლუტურად ნორმალურია დემოკრატიულ ვითარებაში, რომ ხელისუფლების სხვადასვხა შტოს წარმომადგენლები უმაღლესი თანამდებობის პირები სხვადასხვა ვითარებაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ესაუბრებოდნენ სახელწიფოებრივ საკითხებზე. ეს სწორედ ამ დონის საკითხი გახლავთ და იმდენად გაუგებარი იყო ის კომენტარები, რაც ჩვენ მოვისმინეთ უმრავლესობის წარმომადგენლთა მხრიდან, რომ უბრალოდ, კრიტიკას ვერ უძლებს ვერანაირად”,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ შეხვედრის დაწყებამდე.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებიან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმას ვეტო დაადო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


